რეზონანსი
(21.10.2022)

ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ, სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, ორი მამაკაცი დააკავეს. დაკავების დეტალებს სკოლის მანდატური იხსენებს. როგორც ის ტელეკომპანია „პირველთან" საუბრისას აცხადებს სკოლაში მოსწავლეებისა და მათი მშობლებისგან სისტემატურად შედიოდა შეტყობინებები.

„ბოლო დღეების განმავლობაში სისტემატურად შემოდიოდა შეტყობინება, როგორც მოსწავლეებისგან, ისე მათი მშობლებისგან. მიგვითითეს პიროვნებაზე. რომ მივედი და გამარჯობა ვუთხარი ეგრევე გაიქცა. დადევნების პერიოდში, პოლიციას აცნობა ჩემმა ხელმძღვანელებმა და პოლიცია წამომეხმარა. გვითხრა, გამიშვით მეტს აღარ ვიზამო? ვუთხარი რა ქენი, რომ აღარ იზამ-თქო", - ამბობს სკოლის მანდატური.

ქუთაისში სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 34 და 45 წლის მამაკაცები დააკავეს. ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (იძულება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), ხოლო მეორეს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე