რეზონანსი
(21.10.2022)

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ჩვენ გვესმის უკრაინის ხელისუფლების ცალკეული მაღალჩინოსნების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაიბრუნოს მისი ოკუპირებული რეგიონები, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საქართველოს ომში ჩართვას ემსახურება რაც მიუღებელია, რადგან საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა.

„ეს არის ერთი დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც ემსახურება ერთის მხრივ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანებას, საქართველოს სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართულობას. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, საქართველოს აქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა. ვერავინ საპირისპირო ნაბიჯების გადადგმას ჩვენ ვერ გვაიძულებს. საომარ მოქმედებებში ჩვენ არ ჩავერთვებით და ამისთვის ბოდიშის მოხდასაც არავისთვის არ ვაპირებთ", - განაცხადა ბერაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე