რეზონანსი
(21.10.2022)

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ნაცმოძრაობის ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, აზიანებდა სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტს”:

„თავის დროზე ნინო ლომჯარიასთვის მხარდაჭერას შეცდომას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი შეგნებული ნაბიჯი. ნუ იქ ვინ დააყენა ინიციატივა და როგორ, ამას არ ვიტყვი, მაგრამ შეგნებულად მივეცით პრაქტიკულად, ნაცმოძრაობას, მაშინ ოპოზიციაში ეგენი იყვნენ, სახალხო დამცველის ოფისი. ეს იყო 2017 წელს. 

ახლა იმავეს გამეორებას არ ვაპირებთ. მაშინ რაღაც გარემოებები იყო, რამაც გვიბიძგა აქეთკენ – არ ვიცი სწორი იყო თუ არასწორი, მაგრამ ბევრი გარემოება იყო. პრინციპში, ალბათ მაინც სწორი იყო იმიტომ, რომ რაღაცები სდევდა ფონად ამ გადაწყვეტილებას. დღეს არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ იმას, რომ ნაცმოძრაობას დავუთმოთ სახალხო დამცველის ინსტიტუტი. პირველ რიგში, ჩვენ ვუფრთხილდებით სახალხო დამცველის ინსტიტუტს. თუ რამეს აზიანებდა ნაცმოძრაობის ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია, აზიანებდა სწორედ სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რადგან ის იყო დაკავებული არა ადამიანის უფლებების ზედამხედველობით, არამედ პოლიტიკური ინტერესების გატარებით. საგარეო პოლიტიკაშიც კი ერეოდა – სახალხო დამცველი პირდაპირ კარნახობდა ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკას, პირდაპირ საგარეო პოლიტიკას. ნუ საოცრებაა, უბრალოდ სასწაულია. ასეთ რაღაცას, ბუნებრივია, არ დავუშვებთ” , – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე