რეზონანსი
(20.10.2022)

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს, რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს.

„სუროვიკინის ნამდვილი გეგმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან მიმართებით: 1. დამბისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს", - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და ტერაქტს ამზადებენ და მოუწოდა ჰიდროელექსტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაიგზავნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე