რეზონანსი
(20.10.2022)

ყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება. მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა. ადვოკატის თქმით, სერგო აბდალაძე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, მას საუბარი არ შეუძლია, ამიტომ ელოდებიან, რომ მის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი და აცხადებენ, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო დაზარალებულების ადვოკატის მხრიდან და დაკავებულს მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა. მათი ინფორმაციით, დაზარალებული ბავშვებით მანიპულირებდა, ბაბუას მათ ნახვას უშლიდა. ბრალდებებს არ ეთანხმება დაზარალებული ქალის უფლებადამცველი და განმარტავს, რომ მამაკაცს რძლის განზრახ მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.

დაჭრის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში 18 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცმა ყოფილ რძალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე