რეზონანსი
(19.10.2022)

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოინახულებს ყველას, ვინც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიით დაზარალდა და შეხვდება მათაც, ვისი მადლიერიც არის. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა. 

"რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს, მეგობრებო, ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა, არამხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ, პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც 4 შვილის მამის.

კი, მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს და კიდევ შევხვდები. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა, ექიმებს, ექთნებს, ყველა ადამიანს. 

აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ მისი მონახულება გუშინ ვერ შევძელი, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში მასაც ვესტუმრები." - განაცხადა კახა კალაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე