რეზონანსი
(19.10.2022)

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დანით დაჭრა. ქალს სხეულის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. 

დაჭრილი ქალის მეგობრები "კურიერთან" ყვებიან, რომ მამამთილს "მძიმე ხასიათი აქვს" და ეს არ იყო პირველი დაპირისპირება. 

დაჭრილი ქალის მეგობარი ამბობს, რომ დაკავებული პირი შვილის სიკვდილს რძალს აბრალებდა.

"მამამთილს ჰქონდა ჩემს მეგობართან დაპირისპირება ზოგადად ძალიან უხეში ადამიანი იყო. გუშინ მივიდა სასაფლაოზე დაუწყო ჩხუბი და მიაყენა მკერდის არეში ჭრილობა. ჩემს მეგობარს გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე და ამას აბრალებდა, რა შუაშია ჩემი მეგობარი, ის ბიჭი ავტოკატასტროფაში დაიღუპა,"- აცხადებს დაჭრილი ქალის მეგობარი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე