რეზონანსი
(19.10.2022)

რას უკავშირდებოდა ბათუმში მომხდარი დაპირისპირება ჯერ უცნობია. ღამით მომხდარი სროლის შედეგად კლინიკაში მიყვანილი 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ის თურქეთის მოქალაქეა. მასთან ერთად დაშავებული ორი ადამიანი, რომლებმაც დაზიანებები შუშის ჩამტვრევის გამო მიიღეს, მალევე გაწერეს.

ცნობილია, რომ დაკავებულია თავდამსხმელიც, რომელიც, ასევე, თურქეთის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით დაიწყო, იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება.

თვითმხილველებმა ერთ-ერთ რესტორანთან ათამდე გასროლის ხმა გაიგეს. 

"ჩაცხრილა რესტორნის მარცხენა მხარე. როგორც ვიცი თურქი იყო. ჩვენს რესტორანთან ახლოს მანქანა ელოდებოდა, ჩაჯდა და გაიქცა. როგორც ვიცი, შიგნით ჰყავდა ინფორმატორი, რესტორნიდან რაც გავიგე, აწვდიდნენ ინფორმაციას გარეთ. კონკრეტული პირისკენ იყო აშკარად მიმართული, რადგან რესტორნის მხოლოდ ერთ კუთხეში იყო გასროლა",- ამბობენ ადგილობრივები. 

უცნობია უკავშირდება თუ არა მომხდარი რამდენიმე კვირის წინ, გონიოში მომხდარ შემთხვევას, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს.

წყარო: მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე