რეზონანსი
(19.10.2022)

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის დაქვემდებარებულ ყველა სამსახურს დაავალა, ჩაუტარონ ყველა იმ შესრულებულ სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომელიც დედაქალაქში შესრულდა.

"მინდა დავავალო მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებას, სამსახურებს, გამგეობებს და დაქვემდებარებულ კომპანიებს, განახორციელონ ქალაქის მასშტაბით ყველა იმ შესრულებული სამუშაოს ინსპექტირება არსებულ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაზე, რომლის ექსპერტიზაც, თავის დროზე, გაკეთებული აქვს შპს "მშენექსპერტს." ეს არის საექსპერტო ბიურო, რომელსაც გამოძიება ყალბი დასკვნის გაცემას ედავება.

სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და დღეს ერთადერთი, რაც თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული, ამას მარიტას ხსოვნაც გვავალდებულებს.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, დღეს მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა არ და ვერ იქნება, იმიტომ რომა რის განსხვავებული ფორმატი, შესაბამისად, მთავრობის სხდომა დასრულებულია," - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე