რეზონანსი
(19.10.2022)

წყალტუბოში, მეუღლის სასაფლაოზე მამამთილმა რძალი 4 არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით დაჭრა. 

მას გულმკერდის, ზურგის და თავის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. დაზარალებული ქალი გურანდა მაღლაფერიძეა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ქალბატონი იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის სასაფლაოზე, 3 არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე, მეოთხე არასრულწლოვანიც ახლდა მათ ოჯახის ნათესავი. თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა მათი თანდასწრებით, ჭრილობა მიყენებული აქვს თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში. ექიმის განმარტებით, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები არ არის. მე მივმართე გეგუთის პოლიციის განყოფილებას დაახლოებით 2 თვის წინ და ამ პირის მიმართ, ვინც დაზიანებები მიაყენა ჩემს კლიენტს, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. მამამთილი ბოლო 2 წელია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდა რძლის მიმართ", - განაცხადა დაჭრილი ქალის ადვოკატმა ლევან ჭელიძემ. 

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ  კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე