რეზონანსი
(19.10.2022)

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული კომპანია „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისმა ადვოკატმა მოინახულა.

როგორც მამუკა ბლიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფურცხვანიძე თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

„მე დღეს შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. ის დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ლილოში დააკავეს, სადაც ოფისი აქვს. მას ჩვენება ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული“, - განაცხადა ადვოკატმა.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს.

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე