რეზონანსი
(18.10.2022)

წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სა­ყუ­ლი­ა­ში მა­მამ­თილ­მა რძა­ლი და­ნით დაჭ­რა. ქალს სხე­უ­ლის არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალი სამ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ქმრის საფ­ლავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც შემ­თხვე­ვა მოხ­და.

დაჭ­რი­ლი ქალი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მის სი­ცო­ცხლეს ამ ეტაპ­ზე საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე