რეზონანსი
(18.10.2022)

კახეთში, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურის საოჯახო ტიპის ბავშვთა თავშესაფრიდან დაკარგული არასრულწლოვანი იპოვეს.

მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ცნობილია, რომ არასრულწლოვანი ბიჭი, კახეთში სხვა რეგიონის ბავშვთა სახლიდან გადმოიყვანეს. 

მანამდე, ის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, საიდანაც ასევე რამდენჯერმე გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე