რეზონანსი
(18.10.2022)

ირანი რუსეთს დაჰპირდა, რომ დრონების გარდა, რაკეტებსაც მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები გაუმჯობესებული სიზუსტით", - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა.

დასავლელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდების საკითხზე ირანსა და რუსეთს შორის შეთანხმება არსებობს.

17 ოქტომბერს, გამოცემა POLITICO-მ თეთრ სახლში ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას გეგმავს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ თეირანი მოსკოვისთვის რაკეტების გადაცემას აპირებს.

ახალი ზომები, სავარაუდოდ, მოიცავს ეკონომიკურ სანქციებს და შესაძლოა ექსპორტის გარკვეულ კონტროლს და ასევე მიმართული იქნება მესამე მხარეებზე, რომლებიც თეირანსა და მოსკოვს ეხმარებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე