რეზონანსი
(17.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეთა გაცვლის შედეგად 108 ქალი გაათავისუფლეს.

„დღეს სამხედრო ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა განხორციელდა. ტყვეობიდან ჩვენ 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო პირველი გაცვლა, რომელიც მხოლოდ ქალებს შეეხოთ", - აღნიშნა ერმაკმა.

დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა დაადასტურა გაცვლის შესახებ გავრცელებული ცნობები და დასძინა, რომ გაცვლაზე დათანხმებული 110 ადამიანიდან ორმა პირმა რუსეთში დარჩენა გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე