რეზონანსი
(17.10.2022)

ოპოზიციას მოვუწოდებთ, მიუხედავად მათი რადიკალური დამოკიდებულებისა ბევრი საკითხის მიმართ, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც შეეხება პროკურორის არჩევის წესს, ვინაიდან, ეს საკითხი და ამ რეკომენდაციის შესრულება, გამომდინარეობს იმ ვალდებულებიდან, რომელიც ავიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორების წინაშე, ევრორეკომენდაციების შესრულების პირობით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დამოუკიდებლად ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ არ იქნება ერთობლივი, სერიოზული განაცხადი, რომ ჩვენ ევრორეკომენდაციას ვასრულებთ და კონსტიტუციურ ცვლილებას ვუჭერთ მხარს. მხოლოდ ჩვენ ამ საკითხის გატანას ვერ შევძლებთ, რადგან ამას სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, 113 ხმა, ან მეტი", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე