რეზონანსი
(17.10.2022)

ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე საქმეზე გამოკითხვები მიმდინარეობს. პოლიციის განყოფილებაში 3 პირი იკითხება.

გამოკითხვაზე კომპანია ,,ელემსის" ხელმძღვანელი პირები ადვოკატთან ერთად იმყოფებიან.

მოწმეებს სამმართველოში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ადვოკატ ზაზა ნაჭყებიას ინფორმაციით, აღნიშნულმა კომპანიამ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც შემდეგ ,,გრინ სერვის პლიუსმა" განახორციელა. შესრულებული პროექტი კი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და ელექტროგაყვანილობის სისტემასაც მოიცავს, რომლის უსაფრთხოებაც პროექტის მიხედვით გათვლილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე