რეზონანსი
(17.10.2022)

ცოტა ხნის წინ ტრაგედია მოხდა სენაკში. კლინიკა "სენამედში" 42 წლის მშობიარე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება ახალშობილს, ის გადარჩა.

გარდაცვლილი სენაკის ერთ-ერთ სოფლიდანაა. ქალი პირველ შვილზე იყო ორსულად.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე