რეზონანსი
(15.10.2022)

ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს, ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა.

13 წლის მარიტა მეფარიშვილს 15:00 საათზე დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე