რეზონანსი
(15.10.2022)

ვაკის სამების ეკლესიაში, სადაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა.

მან გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, ვაკის სამების ეკლესიაში მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მას 15:00 საათზე კი დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე