რეზონანსი
(15.10.2022)

თბილისის საკრებულოში გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან", კონსტანტინე ზარნაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში დაშავებულ ლაზარეს ტრაგედიის დეტალები არ ახსოვს.

„სასიხარულო ინფორმაციები გვაქვს, ოჯახი არ ველოდებოდით, რომ ასე სწრაფად მოხდებოდა ბავშვის გამოჯანმრთელება იმ კუთხით, რომ უკვე კონტაქტურია, ლაპარაკობს. ახლა გზაში რომ მოვდიოდი, ტელეფონზე დამირეკა და სახლში წამიყვანეთო, არაფერი მჭირსო. ამის მიუხედავად, აქვს ცოტა ამოვარდნები მეხსიერების, ანუ არ ახსოვს რაღაცები. ის მომენტი, რაც იქ მოხდა, უშუალოდ ფაქტის დროს, ის საერთოდ არ ახსოვს და ძალიან კარგია, რომ არ ახსოვს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას რაც შეიძლება გვიან გაიგებს და ფსიქოლოგებთან ერთად მოხდება ამ ყველაფრის მისთვის მიწოდება, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. ჩვენ ვეუბნებით, რომ აქვს ფილტვების ანთება, გაციებულია. ერთხელ უკვე იყო მოხვედრილი ფილტვების ანთებით საავადმყოფოში. ამიტომ ეს მისთვის სიახლე არ არის. მაგრამ როცა გარეთ გამოვა, სოციალური სივრციდან ამის იზოლირება გაჭირდება. ცოტა არაპროგნოზირებადია მისი მდგომარეობა. როცა დაიძინებს და გაიღვიძებს, კითხულობს, სად ვარ. რაღაცები ახსოვს, მაგალითად ჩემი შვილის სახელები, მეოთხე გამიჩნდა ამას წინათ და მეუბნება, როდის მანახებო. მაგრამ უცბად პატარ-პატარა ამოვარდნები აქვს. ასე რომ, რეაბილიტაცია დასჭირდება, ეს ნორმალურია", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ, რომელიც 13 წლის ლაზარე ლობჟანიძის მამის მეგობარია.

ლა­ზა­რე „ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში" მკურ­ნა­ლობს. მო­ზარ­დი მარ­თვი­თი სუნ­თქვის აპა­რა­ტი­დან მოხ­სნეს. კი­დევ ერთი მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იყო, უკვე შინ გა­წე­რეს.

მარიტას კი დღეს დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე