რეზონანსი
(15.10.2022)

„გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. პოლიციის შენობაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ლაშა ფურცხვანიძე სამართალდამცველებმა ერთხელ უკვე დაკითხეს. 30-საათიანი დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული. მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარი „წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს".

ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე