რეზონანსი
(14.10.2022)

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინელებმა 2022 წლის ზამთარში რუსული ძალების ძლიერ დარტყმას გაუძლეს, რუსული არმიის უძლეველობის შესახებ მითი დაასამარეს და ახლა თავისას იბრუნებენ.

„სასტიკ ბრძოლებში, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენ ჩვენი მიწის თითოეულ მტკაველს ვიცავდით. მტრის შემოსევა შევაჩერეთ და რუსული ჯარის უძლეველობის შესახებ მითი დავასამარეთ. ახლა კი ვიბრუნებთ ჩვენსას. ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ვალერი ზალუჟნის თქმით, 2022 წლის ზამთარი უკვე მსოფლიო ისტორიის ნაწილია, რადგან უკრაინელებმა გაუძლეს მტრის ძლიერ დარტყმას, აჩვენეს, რას ნიშნავს იყო უკრაინელი, გქონდეს გამბედაობა, იბრძოლო თავისუფლებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე