რეზონანსი
(14.10.2022)

ვაკის პარკის უფროსი მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ბავშვები წყლიდან ამოიყვანა, მომხდარს იხსენებს.

„სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ალბათ თვითონ ორგანიზმმა დენის გამო. სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი.

პირველი დახმარება მეც მომიწია და ხალხსაც რომელიც იქ იყო. სასწრაფოც მალევე მოვიდა და შემდეგ ექიმებმა გააგრძელეს ბავშვების დახმარება. გადაიყვანეს საავამდყოფოში და მერე გავიგე, რომ ერთი მათგანი დაიღუპა. მანამდე კიდევ იყო რაღაცის იმედი", - ამბობს დევი მეზურნიშვილი „ფორმულასთან".

13 ოქტომბერს ვაკის პარკში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ, რასაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე