რეზონანსი
(14.10.2022)

„ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ციბაძის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც ექიმმა განაცხადა, მიმდინარეობს ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების 24-საათიანი მონიტორინგი.

„გამოკვლეულია გული, გამოკვლეულია ტვინი, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ენცეფალოგრამა. მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება მონიტორული მეთვალყურეობის ქვეშ, არის ისევ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, მინიმუმ 24 საათი უნდა გავიდეს პირველი გართულებების თავიდან ასაცილებლად და 72 საათის შემდეგ უფრო თამამად შემიძლია პროგნოზზე ვისაუბრო" - ამბობს დავით ციბაძე.

იაშვილის კლინიკაში მკურნალობენ კიდევ ერთ მოზარდს. მისი მგომარეობა შედარებით მსუბუქია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა რეაბილიტირებულ ვაკის პარკში მოხდა. ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ. მისი ამოღების დროს კი მათ დენმა დაარტყა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე