რეზონანსი
(14.10.2022)

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ერ­გე­ში მა­მა­კა­ცი დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცი 34 წლის აკა­კი ბოლ­ქვა­ძეა.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა­შიც". მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა მა­მა­კა­ცე­ბი ხეს ჭრიდ­ნენ ხეს, რა დრო­საც მოჭ­რი­ლი ხე მა­ღა­ლი ძაბ­ვის სა­დენს შე­ე­ხო.

„პირ­ველ რიგ­ში ვუ­სამ­ძიმ­რებთ ოჯახს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით ჭრიდ­ნენ ხეს, რა დრო­საც მოჭ­რი­ლი ხე შე­ე­ხო მა­ღა­ლი ძაბ­ვის სა­დენს, სა­ვა­რა­უ­დოდ ეს გახ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი. მომ­ხდარ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად და­მა­ტე­ბით სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით", - გა­ნა­ცხა­დეს კომ­პა­ნია „ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ა­ში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე