რეზონანსი
(13.10.2022)

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მოკავშირეებს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე მოუწოდებ ყველა მოკავშირეს გაწევრიანების შესახებ პოტოკოლების რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოახდინონ, რათა შევძლოთ ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების ალიანსში მიღება", - აღნიშნა ოსტინმა.

ცნობისთვის, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადები 18 მაისს გააკეთეს. ამ მომენტისთვის მათი გაწევრიანების შესახებ პროტოკოლების რატიფიცირება ალიანსის 30-დან ყველა წევრმა მოახდინა, გარდა უნგრეთისა და თურქეთის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე