რეზონანსი
(13.10.2022)

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში" განაცხადა, - „მეც გაუბედურებული ვარ, შემზარავი ფაქტი მოხდა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს". თბილისის მერი ვაკის პარკში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო და მის მშობლებს ესაუბრა.

მისი თქმით, დაზარალებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.

„მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა, უმძიმესია ეს ყველასთვის და გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი", - განაცხადა თბილისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე