რეზონანსი
(13.10.2022)

ძალიან საინტერესო და ეფექტიანი საუბარი გვქონდა, გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და დელეგაციასთან, - ამის შესახებ უკრაინის რადის პირველმა ვიცე-სპიკერი ოლექსანდრ კორნიენკომ განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს.

„ჩვენ ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთაშორისო პროცესს, რომ გამორიცხონ რუსული დელეგაციები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან. როგორც ვიცით, ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა კორნიენკომ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე