რეზონანსი
(13.10.2022)

დეპუტატი გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიშს იხდის და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს უსამძიმრებს.

დეპუტატმა პირველი შეფასება იმ დროს გააკეთა, როდესაც ფატალური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ იყო. ამილახვარი ამბობს, რომ მის მიერ კითხვის პასუხად გაკეთებული შეფასება მიუღებელია.

დეპუტატის თქმით, აზრი არ აქვს ახსნას, თუ რა კონტექსტში გააკეთა განცხადება. "ის განცხადება რა კონტექსტშიც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი ჩემთვისაც. კითხვაც ასე იყო დასმული და გაუცნობიერებელი პასუხი გავეცი," - ამბობს დეპუტატი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე