რეზონანსი
(13.10.2022)

ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. რეაბილიტირებული ნაწილი მერმა გახსნა.

დღეს კი, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ორი არასრულწლოვანი.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც კახა კალაძის თქმით რეაბილიტაციის პროცესის მთავარი კონტრაქტორია.

კომპანია გრინსერვის+ -ის წილის 34%-ს ტარიელ კიკნაძე ფოლობს, 33%-ს კობა ხარშილაძე. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის დირექტორიც ასევე, ლაშა ფურცხვანიძეა.

ინფორმაციისთის, კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში ჩატარებული სამუშაოების ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი" და პროექტი შემოწმებული იყო.

„ცენტრალური კონტრაქტორი იყო „გრინ სერვისი", ქვეკონტრაქტორები არ ვიცი. ცხადია, შემოწმებულია ეს პროექტი. დიდი ხანია დასრულებულია, უბრალოდ გუშინ ვიყავით ჩვენ მისული", - აღნიშნა კალაძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კობა ხარ­ში­ლა­ძე თა­ვის დრო­ზე ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის უფ­რო­სი, ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე კი - ძვე­ლი თბი­ლი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი იყო.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე