რეზონანსი
(13.10.2022)

"ნიუ ჰოსოპიტალის" ექიმი, სადაც ვაკის პარკში დაშავებული კიდევ ერთი მოზარდი შეიყვანეს ამბობს, რომ მისი სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის განმარტებით, ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა, გონება დაბინდული აქვს.

"პაციენტი დაახლოებით 1 საათის წინ შემოიყვანეს ნიუ ჰოსოპიტალის ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია, მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ. ამ ეტაპზე [სიცოცხლეს] საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ექიმმა.

მოზარდი "ნიუ ჰოსპიტალში" ხეჩინაშვილის კლინიკდან გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე