რეზონანსი
(13.10.2022)

ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მორგი განცხადებას ეხმაურა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას „ძალიან მძიმე მოვლენას" უწოდებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ გრძელდება მეორე ფრონტისკენ მიმართული რიტორიკა. ჩვენ არ გვინდა ღრმად შევიდეთ ამ პოლემიკაში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე მოვლენაა", - განაცხადა კობახიძემ.

მიხაილო პოდოლიაკმა ტვ „ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის რუსეთთან თანამშრომლობის მტკიცებულებები არსებობს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე