რეზონანსი
(13.10.2022)

ვაკის პარკში შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. როგორც ცნობილია, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილნი. ექიმების თქმით, სკოლის მოსწავლეების მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „დაიჯესტისთვის" გახდა ცნობილი, ბავშვები 55-ე სკოლის, მე-8 კლასის მოსწავლეები არიან.

„13-14 წლის ბავშვები არიან. კლასელებს დილით „შატალო" მოუწყიათ და წასულან ვაკის პარკში. ბურთი ახალ გაკეთებულ შადრევანში ჩაუვარდათ და ამოსატანად ჩასულა სამი მოსწავლე. ძალიან ცუდი ფაქტია. საცოდაობაა", - განუცხადა „დაიჯესტს" ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).

წყარო: "დაიჯესტი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე