რეზონანსი
(13.10.2022)

ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის გოგო გარდაიცვალა.

ექიმის განმარტებით, ის კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ღონბისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

„რაც შეეხება 13 წლის გოგონას, შემოვიდა გულის გაჩერებით, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - განაცხადა ექიმაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე