რეზონანსი
(13.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით მხოლოდ 10% აქვს იმის, რაც სჭირდება. Reuters-ის ცნობით, მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დიპლომატია შეუძლებელია ლიდერებთან, რომლებიც პატივს არ სცემენ საერთაშორისო კანონს.

"დიპლომატია არის ყველაზე ძლიერი იარაღი, როცა იარაღი არ მუშაობს. დღეს რუსეთთან დიპლომატია არ შეიძლება. არ შეიძლება იყოს ისეთი დიპლომატია, როგორიც იყო. არ შეიძლება იყოს პატივისცემა იმ ხელმძღვანელობის მიმართ, რომელიც კლავს, იტაცებს, პატივს არ სცემს საერთაშორისო კანონს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ ომი უკრაინაში მათ მიერ არჩეული ხელმძღვანელობის გამო მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე