რეზონანსი
(13.10.2022)

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება საინტერესო არ არის.

კერძოდ, მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, „რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს".

„არ არის საინტერესო ეგ განცხადება. ფაქტები, ფაქტები, ფაქტები", - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან თანამშრომლობს. "ფორმულას" ცნობითვე, პოდოლიაკის თქმით, ივანიშვილი შედის იმ ხალხის სიაში, რომლის სანქცირებასაც უკრაინა გამოაცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე