რეზონანსი
(12.10.2022)

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე თვალს ადევნებს რუსეთის ატომური ძალების მზაობის მცირე ცვლილებებსაც

"ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამაზე ჩვენი ყურადღების ფოკუსირებას და თვალს ვადევნებთ ნებისმიერი ტიპის ნიშნებს, რომლებიც მოასწავებდა, რომ მას [პუტინს] სხვა მიმართულებით შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება", - აღნიშნა ოსტინმა.

მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ს რუსეთის ატომური ძალების მზაობის ცვლილების "არანაირი ნიშანი არ შეუმჩნევია, რომელიც ამაში დაგვარწმუნებდა".

ამავდროულად, თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ეს ისეთი რამ არ არის, რასაც შეიძლება ერთხელ შეხედო და დამშვიდდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე