რეზონანსი
(12.10.2022)

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინას იმდენად სწრაფად გადაეცემა, რამდენადაც ეს ფიზიკურად არის შესაძლებელი. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

"ამ სისტემებს იმდენად სწრაფად მივაწვდით, რამდენადაც ფიზიკურად შევძლებთ მათ იქ ჩატანას. ჩვენ ამაზე ვრჩებით კონცენტრირებული. ჩვენ მივაწვდით იმ სისტემებს, რომლებიც ხელთ გვაქვს, რომლებიც ხელთ აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია. ჩვენ ასევე ვეცდებით, მივაწოდოთ დამატებითი საბრძოლო მასალა არსებული სისტემებისთვის, რომლებსაც უკრაინული ძალები გამოიყენებენ", - თქვა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები ყველაფერს იზამენ ისე სწრაფად, როგორც შესაძლებელია, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღონ ყველაფერი, რაც საჭიროა უკრაინელი ხალხის დასაცავად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე