რეზონანსი
(12.10.2022)

ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ, - ნათქვამია აშშ-ის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში.

„მაშინ, როდესაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცების კუთხით. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად", - ნათქვამია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე