რეზონანსი
(12.10.2022)

Facebook-ზე არსებული მასშტაბური ტექნიკური პრობლემის გამო, მილიონობით მომხმარებელი საკუთარ გვერდზე გამომწერების მკვეთრად შემცირებულ რაოდენობას ხედავს.

საქმე ისაა, რომ შემცირებული ფოლოვერების რაოდენობა მხოლოდ ვიზუალურად ჩანს, თუ თქვენ გამომწერების რაოდენობის ველს ხელს დააჭერთ და შესაბამის გვერდზე გადახვალთ, ნახავთ, რომ ისევ იმდენივე ფოლოვერი გყავთ, რამდენიც აქამდე.

იმის გადამოწმება, რომ გამომწერების ძველი რაოდენობა რეალურად არ გაუქმებულა, მომხმარებლებს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ძალიან მარტივად შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე