რეზონანსი
(09.10.2022)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული.

კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან - ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა. გარდა ამისა, თუ საჭიროა, ქალაქის მერი მზადაა პირადადაც ჩაერთოს ცნობილი სპორტსმენის დახმარების საკითხში.

გუშინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მო­ქა­ლა­ქე თამარ მო­ლაშ­ვილ­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭი­და­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და და იქვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თე­დი­აშ­ვი­ლი მარ­ტო, "ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი" იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე