რეზონანსი
(09.10.2022)

საჩხერე-ჭიათურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ავტობუსი ამოტრიალდა.

„კლდე ჩამოინგრა, მძღოლმა აცილება სცადა და ბორდიურს შეასკდა. გზის ამ მონაკვეთზე ყოველ წამს ცვივა ქვები. ყოველ დღე ამ გზას გავდივარ, ფაქტობრივად სიკვდილის გზას გავდივარ“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე