რეზონანსი
(08.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმში დღეს “ღრუბლიანობა იყო”, მაგრამ ღრუბლების მიუხედავად, უკრაინელებმა იციან რა არის გასაკეთებელი. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაგანცხადა.

ზელენსკის თქმით, შაბათს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილში 20 გრადუსი სითბო და მზე იყო.

“სამწუხაროდ, ყირიმში ღრუბლიანობა იყო, თუმცა ასევე თბილოდა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ღრუბლები, უკრაინელებმა იციან რა არის გასაკეთებელი. იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს მომავალი ოკუპანტების გარეშეა. მთელ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმშიც. თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათთვის”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ოკუპანტებს დარჩენას აიძულებენ, მათ ტყვედ ჩაბარება შეუძლიათ.

“სხვა არც ერთ ვარიანტს, რომლის იმედიც ოკუპანტებს შეიძლება ჰქონდეთ, ჩვენ მათ არ დავუტოვებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე