რეზონანსი
(08.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს.

„ყირიმი, ხიდი, დასაწყისი - ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უნდა განიდევნოს", - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე".

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზებს ცეცხლი გაუჩნდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე