რეზონანსი
(08.10.2022)

რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს შეეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, პაციენტს ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე