რეზონანსი
(07.10.2022)

დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ქალი მოკლეს.

„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული პირი ადგილზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: „ipn“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე