რეზონანსი
(06.10.2022)

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები ნატოს მიმართ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო ომის დაწყების შესახებ მოწოდება.

ამის შესახებ „რია ნოვოსტის" რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა მოწოდება მორიგი მსოფლიო ომის დაწყებისკენ, არაპროგნოზირებადი ამაზრზენი შედეგებით" , - განაცხადა პესკოვმა.

„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ზელენსკიმ ავსტრალიაში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატომ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე