რეზონანსი
(06.10.2022)

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მეუღლე შეუძლოდ გახდა, რის გამოც მას საავადმყოფოში გადაყვანაც დასჭირდა. ინფორაციას სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ავრცელებს.

"დღეს, როდესაც გამომძიებლები და ექსპერტები იყვნენ ჩვენთან, დედამ დაკარგა გონება და წაიქცა. სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში, რადგან დედას უჭირდა სუნთქვა, დასჭირდა ჟანგბადიც და დაცემის დროს დაარტყა თავი. ჩაუტარდა კვლევები, მადლობა ღმერთს უკეთესად არის და დავტოვეთ საავადმყოფო.

ძალიან დიდი მადლობა სასწრაფოს ექიმს ქეთი ქუცნაშვილს და მეორე ექიმს, სახელი სამწუხაროდ არ ვიცი, მადლობა ასევე სასწრაფოს მძღოლსაც. თქვენ გადამირჩინეთ დედა და მადლობა ყველაფრისთვის", - წერს ნინი გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, თბილისში სპეცოპერაციით დააკავეს. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას ედავება. 18 ივლისს სასამართლომ გოგაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: „tia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე