რეზონანსი
(06.10.2022)

გრძელდება დაპირისპირება და პოლარიზაცია „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, რაც ძალიან კარგია - რაც მეტი იქნება პოლარიზაცია „ნაცმოძრაობის" შიგნით, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში, - ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის განცხადებას. „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ეს პროცესები გაგრძელდება.

„ამ დაპირისპირების გაგრძელებაა თოფურიძის განცხადება. მან გამოააშკარავა მელიას დაფინანსება - დაახლოებით 1,5 მილიონი წელიწადში. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომ მან პრაქტიკულად გამოააშკარავა შავი ფულის ხარჯვა „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით. ეს 1,5 მილიონი ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე. შესაბამისად, აშკარად შავი ფული ტრიალებს „ნაციონალურ მოძრაობაში" რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ თოფურიძეს ამ დეტალური ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებით ნათელი გახდა, რამდენად ბევრი შავი ფული იხარჯება „ნაცმოძრაობაში".

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობას" ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს და პარტიაში გამდიდრებულ პოლიტიკოსებზე სოციალურ ქსელში წერს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე